სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად.
საგრანტო პროგრამა განხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში.
განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით:
https://undp.zoom.us/j/89933340227
Meeting ID: 899 3334 0227
თარიღი: 23 აგვისტო, 2022 წ.
დრო: 12:00 საათი
განაცხადების შეტანის ბოლო ვადა: 13 სექტემბერი 2022
განაცხადი ელექტრონულად უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე anna.kebadze@undp.org PDF (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) და Word ფორმატებში. წერილის სათაურის ველში მიუთითეთ: “Grants for CSOs”.
იხილეთ საგრანტო კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია ბმულზე: https://procurement-notices.undp.org/view_notice.cfm?notice_id=94371