საპროექტო განაცხადების კონკურსი ბიზნეს კომპანიებისთვის
საპროექტო განაცხადების კონკურსის მიზანია, სხვადასხვა სექტორებს (ბიზნეს კომპანიები, სამოქალაქო
ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლება) შორის თანამშრომლობის სტიმულირება და
მხარდაჭერა, დასაქმების ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით საქართველოს სამ რეგიონში:
გურია, კახეთი და ქვემო ქართლი.
კონკურსის ამოცანები:
პროექტის სამიზნე რეგიონებში სხვადასხვა სექტორთა (ბიზნეს კომპანიები, სამოქალაქო
ორგანიზაცია და ადგილობრივი ხელისუფლება) ერთობლივი ინიციატივების მხარდაჭერა;
დასაქმების ახალი შესაძლებლობების, მათ შორის დისტანციური დასაქმების, განვითარება
შერჩეულ რეგიონებში.
კონკურსის სამიზნე რეგიონები: გურია, კახეთი, ქვემო ქართლი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:
საქართველოში რეგისტრირებულ, როგორც მსხვილ, ისე მცირე ან საშუალო ზომის ბიზნეს
კომპანიებს, რომლებსაც აქვთ მკაფიო ხედვა და მიზნები დასაქმების ახალ შესაძლებლობებთან
და ბიზნესის გაფართოებასთან დაკავშირებით სამიზნე რეგიონებში.
საპროექტო განაცხადის წარმოდგენა შეუძლია ბიზნეს კომპანიას ინდივიდუალურად (ან სხვა
კომპანიასთან ერთად) სხვა სექტორთან (ადგილობრივი ხელისუფლება) პარტნიორობით.
თითო ინიციატივის ფარგლებში უნდა შეიქმნას მინიმუმ 8 სამუშაო ადგილი ერთი წლის განმავლობაში.
კონკურსის ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით ვერ ისარგებლებენ ის ბიზნესები, რომლებიც
მიეკუთვნებიან შემდეგ სექტორებს:
სათამაშო ბიზნესი და აზარტული თამაშები;
თამბაქოს წარმოება ან ვაჭრობა;
იარაღის წარმოება ან ვაჭრობა;
საქართველოს კანონმდებლობით ან საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით
დამატებითი ინფორმააციისათვის ეწვიეთ ბმულს