შეღავათიანი აგროკრედიტი
პროექტის მიზანია სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის მიმართულების საწარმოები საფინანსო ინსტიტუტებისგან მიიღებენ შეღავათიან აგროკრედიტს/აგროლიზინგს ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისთვის.
პროექტის ფარგლებში სესხი გაიცემა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებიც აკმაყოფილებენ პროექტით განსაზღვრულ პირობებს.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში აგრო კრედიტებს გასცემენ პროექტში მონაწილე კომერციული ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში.
„შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
1. შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის;
2. შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისთვის;
3. შეღავათიანი აგროლიზინგი