სტრატეგ. მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამა
თანდართული ფაილი: usaid___sspg_program_5101171.zip
წყარო: USAID-ის სამოქ. საზოგადოების ჩართულობის პროგრამა
“USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა” აცხადებს სტრატეგიული მხარდაჭერისა და პოლიტიკის კვლევის საგრანტო პროგრამას საქართველოში რეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის და ორგანიზაციათა კოალიციებისთვის.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება მაქსიმუმ სამი პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავენ განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების სფეროში არსებული პრობლემების კვლევასა და ადვოკატირებას. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტია 80, 000 აშშ დოლარი.
საგრანტო განაცხადები მიიღება ინგლისურ ენაზე. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 20 დეკემბერი, 2022.
დეტალები იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.