ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

თუ ხართ ჩართული სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში და გსურთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდა როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე, სახელმწიფო გთავაზობთ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით:

  • საკონსულტაციო მომსახურება და ტრენინგები;
  • პროდუქციის ბრენდირება და შეფუთვა;
  • სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვა;
  • ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი ან/და გადამამუშავებელი ბიზნეს ოპერატორის აღიარების მინიჭება;

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების* შემთხევავაში დამატებით გთავაზობთ კოოპერატივების მართვის სრულ  საკონსულტაციო მომსახურეობას.

*შენიშვნა: მონაწილეობის მისაღებად არ არის აუცილებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.

დაფინანსდება შემდეგი მიმართულებები:

  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია;
  • პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობა.

საქართველოს მთავრობის დადგენილება

დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.