თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად, 2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით უნდა დაარეგისტრირონ თხილის ბაღები თხილის ბაღების კადასტრში. რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სამუშაო ჯგუფს დადგენილი გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე.
პროგრამის შესახებ
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით.
პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის ღირებულების სუბსიდირების გზით, თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა.
პროგრამის განმახორციელებელი
პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო და სსიპ – სურსათის ეროვნული სააგენტო.
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროგრამის განხორციელების გეოგრაფიული არეალი
პროგრამა განხორციელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
თხილის ბაღების კადასტრის წარმოების წესი
თხილის ბაღების კადასტრის წარმოებას უზრუნველყოფს სოფლის განვითარების სააგენტო.
თხილის ბაღების კადასტრში დაფიქსირებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია განაცხადის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი ან/და ბენეფიციარი.
ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო.
თუ ბენეფიციარის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით “თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები არ იქნება გამოყენებული, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი ქულების ანულირება.
საქართველოს მთავრობის დადგენილება
პროგრამის პირობები და სუბსიდიის მოცულობა
პროგრამის ფარგლებში სუბსიდია განისაზღვრება შემდეგი პირობებით:
- თუ ბენეფიციარს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ჯამურად გააჩნია არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი, სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს, თხილის ბაღ(ებ)ის თითოეულ ასეთ ბენეფიციარზე;
- თუ ბენეფიციარებს თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში გააჩნიათ არანაკლებ 0.2 ჰა-დან არაუმეტეს 3 ჰა-ს ჩათვლით თხილის ბაღ(ებ)ი თითოეულ ასეთ მიწის ნაკვეთზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრება 500 ქულით 1 ჰა თხილის ბაღზე გადაანგარიშებით, 1 ქულა = 1 ლარს., ჯამურად ასეთ ბენეფიციარებზე;
- იმ შემთხვევაში თუ ბენეფიციარ(ებ)ს თხილის ბაღ(ებ)ი გააჩნია, როგორც საკუთრებაში, ასევე თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტორბივ თანამფლობელობაში , სუბსიდიის თანხის დაანგარიშებისას არ იქნება გათვალისწინებული საკუთრებაში და თანასაკუთრებაში და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის ფართობების ჯამი და ასეთი ბენეფიციარები სუბსიდიის თანხას მიიღებენ ცალ – ცალკე პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ოდენობით;
- თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე ან/და თანამოსარგებლეზე ან/და ფაქტობრივ თანამფლობელზე, რომელიც ბანკში წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად დამოწმებულ თანხმობის დოკუმენტს, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია ან ყველა თანამესაკუთრის ან/და ან/და თანამოსარგებლის ან/და ფაქტობრივი თანამფლობელის მიერ ხელმოწერილ თანხმობის დოკუმენტს, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება დოკუმენტის წარმდგენი თანამესაკუთრე ან/და თანამოსარგებლე ან/და ფაქტობრივი თანამფლობელი და რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლეების ან/და ფაქტიური თანამფლობელების სახელით მიიღოს და განკარგოს პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდია.
თხილის ბაღების კადასტრში რეგისტრაცია ან რეგისტრაციის მონაცემები, გავლენას ვერ იქონიებს უძრავ ქონებაზე საკუთრების ან სხვა უფლების აღიარებაზე ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე, ასევე საკუთრების ან სხვა მართლზომიერი უფლების წარმოშობაზე.
ბარათ(ებ)ზე დარიცხული ქულების ან/ და თანხის გამოყენების ბოლო ვადაა 2023 წლის 31 აგვისტო. შესაბამისად, თუ ბენეფიციარის მიერ 2023 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით არ იქნება გამოყენებული “თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში დარიცხული სუბსიდიის ქულები, ავტომატურად მოხდება ანგარიშზე არსებული აუთვისებელი თანხის/ქულების ანულირება.
პოტენციური ბენეფიციარი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, რომელსაც საკუთრებაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში ან/და სახელმწიფოსგან ან/და მუნიციპალიტეტისაგან ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისგან იჯარით აღებულ მიწის ნაკვეთ(ებ)ზე აქვს თხილის ბაღ(ებ)ი.
პროგრამის პირობებით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის საქართველოში საკუთრებაში ან/და თანასაკუთრებაში ან/და სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში უნდა გააჩნდეს თხილის ბაღ(ებ)ი ჯამურად არანაკლებ 0.2 ჰა და არაუმეტეს 3 – ჰა.
რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სამუშაო ჯგუფს დადგენილი გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე.
თანასაკუთრებაში ან/და თანასარგებლობაში ან/და ფაქტობრივ თანამფლობელობაში არსებული თხილის ბაღ(ებ)ის შემთხვევაში ადგილზე უნდა წარდგეს ყველა თანამესაკუთრე ან/და თანამოსარგებლე ან/და ფაქტობრივი თანამფლობელი ან ერთ-ერთმა უნდა წარადგინოს წერილობითი თანხმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, რითაც დასტურდება მისი უფლებამოსილება, თანამესაკუთრეების ან/და თანამოსარგებლეების ან/და ფაქტიური თანამფლობელების სახელით თხილის ბაღ(ებ)ი დაარეგისტრიროს თხილის ბაღების კადასტრში.
კადასტრის ოპერატორი, პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა (წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა) და მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ელექტრონულად ახორციელებს პოტენციური ბენეფიციარის პირადი მონაცემების ასახვას და მოახდენს მიწის ნაკვეთის იდენტიფიცირებას (რუკაზე კონტურების დატანას).
იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი არ ეთანხმება კადასტრის ოპერატორის მიერ რუკაზე მონიშნული ნაკვეთის ფართობს ან/და რუკაზე ვიზუალურად ვერ ხორციელდება თხილის ბაღის იდენტიფიცირება, პოტენციური ბენეფიციარი ავსებს განცხადებას მიწის ნაკვეთის დათვალიერების შესახებ (განცხადება მიწის ნაკვეთის დათვალიერების შესახებ).
მიწის ნაკვეთის ვიზუალური დათვალიერების შემდეგ შედგება მიწის ნაკვეთის დათვალიერების აქტი.
დათვალიერების აქტის საფუძველზე კადასტრის ოპერატორი აუქმებს ან ასრულებს თხილის ბაღების კადასტრში პოტენციური ბენეფიციარის რეგისტრაციის პროცესს.
იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური ბენეფიციარი ეთანხმება კადასტრის ოპერატორის მიერ მონიშნული მიწის ნაკვეთის ფართობს და თხილის ბაღი იდენტიფიცირებადია, კადასტრის ოპერატორი არეგისტრირებს თხილის ბაღების კადასტრში პოტენციურ ბენეფიციარს, ბეჭდავს თხილის ბაღ(ებ)ის ამონაწერს და თხილის ბაღის ნახაზს რომელსაც ხელს აწერს პოტენციური ბენეფიციარი და მერიის წარმომადგენელი.