არქივი

თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის – ბიზნეს იდეების შეფასება

დაწყების თარიღი: 15 თებერვალი 2023 დასრულების დრო: 1 მარტი 2023 23:59 დარჩენილი დღეები: 15 საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, „თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის“ პროგრამის ფარგლებში. თანადაფინანსების გრანტების მიზანია საქართველოში, საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის. განაცხადის შემოტანა […]

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი

საკრედიტო – საგარანტიო სქემა დაფუძნებულია პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის/მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 80%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 35%-ის ოდენობაზე კომერციული ბანკის შემთხვევაში, სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 […]

საგრანტო კონკურსი – აჭარა

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-040: “აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორებში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებულ და მომუშავე მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორებში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ აპლიკანტს საგრანტო პროგრამით გადაეცემა პოლიეთილენის […]

საგრანტო კონკურსი ბიზნეს ასოციაციების ჩამოყალიბებაზე

კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE/საიპ) აცხადებს საგრანტო კონკურსს ძლიერი და ინკლუზიური ბიზნეს ასოციაციების ჩამოყალიბებაზე. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტი. განცხადების მიღების ბოლო ვადა: 30 ნოემბერი, 2022 წელი.

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა

მეთხილე ფერმერებმა ფინანსური დახმარების მისაღებად,  2022 წლის 7 ნოემბრიდან 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირონ თხილის ბაღები თხილის კადასტრში. რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სამუშაო ჯგუფს დადგენილი გრაფიკის მიხედვით, შეხვედრების განრიგი იხილეთ ბმულზე. პროგრამის შესახებ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიზანია საქართველოში თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობა თხილის ბაღების მესაკუთრეების ან/და მფლობელების სტიმულირების გზით. პროგრამის ამოცანაა თხილის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო საქონლის […]

კონკურსი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების შესარჩევად, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ DHL-ის GoTrade Global Business School Network (GBSN) Fellowship პროგრამაში. DHL Gotrade GBSN Fellowship პროგრამა აკავშირებს საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის პოტენციალის მქონე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს სკოლების მაგისტრატურის სტუდენტებთან, რომლებიც 12 თვის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში ინდივიდუალურ კონსულტაციებს […]

საგრანტო შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიებისთვის

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-036: “საგრანტო შესაძლებლობა კრეატიული ინდუსტრიებისთვის”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 30 ნოემბრის 18:00 საათი. დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 10 ნოემბერს 16:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან […]

მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავება

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-033: “მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე კომპანიების პროდუქტიულობის, წარმოების შესაძლებლობების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება”. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მსუბუქი მრეწველობის და ნარჩენების გადამუშავების სექტორში მომუშავე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. სრული დეტალები იხილეთ ბმულზე: https://www.dropbox.com/s/7iftzejigmkn3go/usaideconsec-rfa033.zip?dl=1 განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 18 ნოემბრის 18:00 საათი. დაინტერესებული აპლიკანტებისთვის […]

იდეების საგრანტო კონკურსი სოც. საწარმოებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG) საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. 2021 წლის მარტში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “სოციალური მეწარმეობის განვითარება მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის (Advancing Social Entrepreneurship for Sustainable […]

კონკურსი სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” აცხადებს კონკურსს სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის. კონკურსი ცხადდება დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში” ფარგლებში. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს უკვე არსებული, ინოვაციური, აგროეკოლოგიური მეურნეობები და დაეხმაროს მათ გაფართოება-განვითარებასა და სხვადასხვა აგროეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში, რეგიონის ფერმერებისათვის სამოდელო მეურნეობად ჩამოყალიბებაში. […]