საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსი

თანდართული ფაილი: grant_competition_5694863.zip
წყარო: ევროპის ფონდი

“ევროპის ფონდი” აცხადებს საგრანტო კონკურსს შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მოქმედი შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, რომლებიც შშმ პირთა უფლებების კანონის უკეთ აღსრულებისათვის საქმიანობენ.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდაჭერით, უფრო ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობას. კონკურსი ასევე მიმართულია შშმ პირთა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებისკენ, როგორც ინსტიტუციური უნარების, ასევე, სხვადასხვა თემატური მიმართულებით, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი მისიის შესრულება.

საგრანტო კონკურსი ცხადდება პროექტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის განხორციელების ადვოკატირება ფარგლებში, რომელსაც კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის უძღვება.

დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის 23 იანვარი, 16:00 სთ.