მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე. კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, […]