არქივი

საგრანტო კონკურსი სოციალური საწარმოებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. 2020 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის (EU) და “პური მსოფლიოსთვის” (Brot) მხარდაჭერით დაიწყო 36-თვიანი პროექტი სახელწოდებით “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” (“Skill Building and Innovative […]

კონკურსი ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს კონკურსს ფემინისტური ადვოკატირების გრანტებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია “ღია საზოგადოების ფონდი”. საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც გულისხმობს ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების განვითარებას, ფემინისტურ ადვოკატირებას და ლობირებას, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მუშაობასა და გენდერული ბიუჯეტის საკითხებს. აპლიკანტებს შეუძლიათ, ოთხი ჩამოთვლილი პრიორიტეტიდან ერთ-ერთ თემატიკაზე შემოიტანონ პროექტი: ** შრომითი უფლებები და ქალთა უფლებები ** ქალთა […]

კონკურსი ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგსა და გაციფრულებაზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აცხადებს კონკურსს: ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგი და გაციფრულება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ხელმოწერილი საკონკურსო შეთავაზება PDF ფორმატში შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: GESPProcurementInbox@dai.com. დეტალებისთვის იხილეთ თანდართული განაცხადის ინგლისური ვერსია. კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2022 წლის 26 ივლისი, 18:30 სთ. სრული ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროგრამა, დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის, მიზნად ისახავს კერძო სექტორთან თანამშრომლობას ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და პროდუქტიული, მდგრადი და ინკლუზიური დასაქმების შესაძლებლობებს შორის კავშირის დამყარების მიზნით, რაც შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს კომპანიების კონკურენტუნარიანობის ზრდას. საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსი (IESC)-ის მიერ განხორციელებული პროგრამა, კერძო სექტორთან თანამშრომლობით, დაეხმარება სამუშაოს მაძიებლებს, რათა მათ განივითარონ […]

საგრანტო კონკურსი: საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე საზოგადოების ინფორმირებულობის ხელშეწყობა

ევროპის ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ამ მიზნით, ფონდი ცდილობს, ხელი შეუწყოს მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების პირდაპირ და ღია მონაწილეობას იმ რეფორმებში, რომლებიც ევროპულ ღირებულებებთან, სტანდარტებსა და პრაქტიკასთან გვაახლოებს. საგრანტო კონკურსის მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა ორიგინალური მედია კონტენტის შესაქმნელად, საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ ფართო საზოგადოებრივი დებატების ხელშეწყობისა და […]

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

ევროპის ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა […]

ქალთა შრომითი უფლებების ადვოკატირება – ღია გრანტი

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „გენდერისა და თანასწორობის შესახებ დანიის ცოდნის ცენტრი“. საგრანტო კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა გაძლიერებას, ქალთა შრომით უფლებებზე ცოდნის ამაღლებასა და ადვოკატირებას, ამ საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის, პრაქტიკების, შეხედულებებისა და დამოკიდებულებების შეცვლას. კონკურსის მიზანია, აგრეთვე, აღნიშნულ თემაზე მომუშავე ქალი უფლებადამცველების კოლექტიური მუშაობის წახალისება, არაფორმალური, სადისკუსიო სივრცის შექმნა და სოლიდარობის გაღვივება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: ქალთა და ტრანს ადამიანთა ადგილობრივ რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს; ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ქალთა, ტრანსი ადამიანების, ან შრომით უფლებებზე და რომლებსაც ხელმძღვანელობენ ქალები; ქალთა და ტრანს ადამიანების ორგანიზაციებს, რომელთა ბიუჯეტი არ აღემატება $500 000-ს. საგრანტო თანხის მაქსიმუმი შეადგენს 5800 ევრო. პროექტების ხანგრძლივობა 5 თვე. ბიუჯეტის შევსების დროს გთხოვთ გაითვალისწინეთ პროექტის ფინანსური აუდიტის ხარჯი პროექტის მთლიანი ბიუჯეტის 4%-ის ოდენობით. აღნიშნული ხარჯი შეიტანეთ ბიუჯეტის ფორმის „4. სხვა ხარჯი“-ის განყოფილებაში „პროექტის ფინანსური აუდიტი“-ს სახელწოდებით. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ: grants@womenfundgeorgia.org განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2022 წლის ივლისში. საპროექტო განაცხადები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: grants@womenfundgeorgia.org სრული ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

კონკურსი სასამართლოსა და აკადემიის ჩართულობის პროექტებისთვის

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა არის ხუთწლიანი (2022-2026) პროგრამა, რომელსაც აფინანსებს ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID) და ახორციელებს “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი” (EWMI). პროგრამის მიზანს წარმოადგენს საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება, მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის ხელშეწყობის, საზოგადოების ყველა ფენისთვის მართლმსაჯულებაზე უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, და ზემოაღნიშნულ ინსტიტუტებზე მოქალაქეთა და ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში ცხადდება საგრანტო კონკურსი სტუდენტებისა და აკადემიური […]

საგრანტო კონკურსი საქართველოში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არაკომერციული, არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის

ICMPD აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში მიგრაციის საკითხებზე მომუშავე არაკომერციული, არასამთავრობო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 11 ივლისი, ვენის ადგილობრივი დროით 17:00 წინადადებების გამოძახების სახელმძღვანელო მითითებები შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ აქ: ინგლისურენოვანი განაცხადი განაცხადის შაბლონები და ყველა სხვა შესაბამისი დოკუმენტი ხელმისაწვდომია ICMPD ელექტრონული განაცხადის პლატფორმაზე რეგისტრაციისთანავე.

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

“ევროპის ფონდი” განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, ევროპის ფონდი პროგრამის თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა […]