არქივი

საგრანტო კონკურსი – RFA 003

“USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა” აცხადებს განაცხადების მიღებას პროდუქტიულობის გაუმჯობესების საგრანტო პროგრამაზე სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების დარგში ყაზბეგის, ონის, მესტიის, დუშეთის, საჩხერისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში. კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2023 წელი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მარტი, 2023 წელი გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის […]

საგრანტო კონკურსი – RFA 002

“USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა” აცხადებს განაცხადების მიღებას პროდუქტიულობის გაუმჯობესების საგრანტო პროგრამაზე> კულტურული ტურიზმის სფეროში გორის, ქარელის, კასპისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2023 წელი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 23 მარტი, 2023 წელი გრანტების გაცემა და განხორციელება მოხდება USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის გრანტების მართვის რეგულაციებისა და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის გრანტების მართვის შიდა პოლიტიკის შესაბამისად. […]

კონკურსი სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” აცხადებს კონკურსს სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის. კონკურსი ცხადდება დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში” ფარგლებში. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს უკვე არსებული, ინოვაციური, აგროეკოლოგიური მეურნეობები და დაეხმაროს მათ გაფართოება-განვითარებასა და სხვადასხვა აგროეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში, რეგიონის ფერმერებისათვის სამოდელო მეურნეობად ჩამოყალიბებაში. […]

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად. საგრანტო პროგრამა განხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში. განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით: https://undp.zoom.us/j/89933340227 Meeting ID: 899 3334 0227 თარიღი: […]

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა

“მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის” სახელმწიფო პროგრამა, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) სრული დაფინანსებით, იწყებს განაცხადების მიღებას საქართველოს 4 რეგიონში – სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რძის წარმოებაში ჩართული ფერმერებისგან, მათთვის სრულად დაფინანსებული, ტექნიკური დახმარების მისაღებად, რათა გააუმჯობესონ ფერმის ჰიგიენური პირობები, პირუტყვის პროდუქტიულობა, წარმოებული პროდუქციის ხარისხი/მოცულობა და ა.შ. პროგრამის […]