არქივი

“ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება”

“აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა” აცხადებს საგრანტო კონკურსს RFA-032 “ხარისხის მართვისა და უსაფრთხოების სისტემების დანერგვა და სერტიფიცირება”. განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 2022 წლის 18 ნოემბრის 18:00 საათი. დაინტერესებული აპლიკანტებისთვის 2022 წლის 28 ოქტომბერს 12:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გამოცხადებულ საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით. ონლაინ შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე Webex-ის პლატფორმის მეშვეობით, რომლის ბმულის გამოყენებით თქვენ შეძლებთ […]

ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამა

თუ ხართ დაინტერესებული ჩაის წარმოებით, სახელმწიფო გთავაზობთ თანადაფინანსებას გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის. პროგრამის მიზნები საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის გამოყენება. ადგილობრივი და ბიო ჩაის წარმოების ხელშეწყობა. ჩაის ექსპორტის გაზრდა. კერძო და სახელმწიფო, გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ახალი სამუშაო ადგილების შექმა  და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. პროგრამის ზოგადი პირობები კერძო და სახელმწიფო ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის თანადაფინანსება. […]

საგრანტო პროგრამა ბიზნესასოციაციებისთვის

ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო პროგრამა ბიზნესასოციაციებისთვის თემა: სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის წახალისება გაუმჯობესებული ლოგისტიკის გზით გამოცხადების თარიღი: 2022 წლის 17 ოქტომბერი საინფორმაციო შეხვედრა: 2022 წლის 21 ოქტომბერი, 14:00 კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა: 2022 წლის 7 ნოემბერი განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 ნოემბერი USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს დარგობრივი და დარგთაშორისი ბიზნესასოციაციებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების საგრანტო […]

კონკურსი სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანა” აცხადებს კონკურსს სამეგრელოს აგროეკოლოგიური მეურნეობებისათვის. კონკურსი ცხადდება დანიის განვითარების სააგენტოსა (DANIDA) და HEKS-EPER-ის (შვეიცარია) მიერ დაფინანსებული პროექტის – “ორგანული თხილის წარმოების ჯაჭვის განვითარება დამატებითი შემოსავლებისა და ღირსეული დასაქმებისათვის დასავლეთ საქართველოში” ფარგლებში. კონკურსის მიზანია, გამოავლინოს უკვე არსებული, ინოვაციური, აგროეკოლოგიური მეურნეობები და დაეხმაროს მათ გაფართოება-განვითარებასა და სხვადასხვა აგროეკოლოგიური სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის დანერგვაში, რეგიონის ფერმერებისათვის სამოდელო მეურნეობად ჩამოყალიბებაში. […]

მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში, პოტენციური ბენეფიციარის მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, სააგენტოს მიერ მოთხოვნილ დოკუმენტაციასთან ერთად მიიღება მატერიალური სახით, სააგენტოს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომელთან ან რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის რეგიონული სამსახურის თანამშრომელთან. პროგრამა ითვალისწინებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფხოში აშენებული, დღიურად 2 ტონა რძის გადამუშავების სიმძლავრის მქონე რძის გადამამუშავებელი საწარმოს (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა და საწარმოო აღჭურვილობები) გადაცემას კონკურსის წესით შერჩეული სასოფლო-სამეურნეო სტატუსის […]

მონაწილეთა შერჩევა RDYE სამეწარმეო პროგრამისთვის

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 42 თვიანი (2021-2025 წლბში) პროექტი, რომელსაც ახორციელებს MERCY CORPS-ის წარმომადგენლობა საქართველოში ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი. პროექტის მიზანია 18-35 წლის ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გაღრმავება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიმართულების ბიზნესების მხარდაჭერა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობისა და საბაზრო […]

ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერა სანრგ მეურნობების კლასტერის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით

USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა აცხადებს შესაძლებლობების გაძლიერებისა და პოტენციალის განვითარებისთვის თანადაფინანსების პრინციპზე დაფუძნებული საგრანტო პროგრამის რაუნდს, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ღირებულებითი ჯაჭვის (VC) გაძლიერებას საქართველოში. ორგანიზაციის ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების გრანტები გაიცემა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აშშ-ის მთავრობის დებულებებისა და  USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ადმინისტრირების  შიდა პოლიტიკის შესაბამისად.   განაცხადების მიღების […]

მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის 70%, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარეზე. კოოპერატივები, რომელთა მეპაიეების არანაკლებ 50%-ს შეადგენენ ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან დევნილები, მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 30,000 ლარისა ერთ ბენეფიციარზე. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ან მაღალმთიან დასახლებებში, კოოპერატივები მიიღებენ პროგრამით გათვალისწინებული აღჭურვილობის არაუმეტეს 80%-ით თანადაფინანსებას, […]

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

პროგრამის მიზანი და ამოცანა პროგრამის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციისა და პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის სტანდარტიზაციის ხელშეწყობა. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიღებული მოსავლის დასაწყობების ხელშეწყობისათვის დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა. პროგრამის განმახორციელებელი პროგრამის განმახორციელებელია სოფლის განვითარების სააგენტო. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალი პროგრამის გავრცელების გეოგრაფიული არეალია […]

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მიზანს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა და „დანერგე მომავალი“ სახელმწიფო პროგრამის, მრავალწლიანი ბაღების თანადაფინანსების კომპონენტის, კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის აგრო-ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვით შენახვის უზრუნველყოფა. პროგრამის ამოცანაა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების თანადაფინანსების გზით კენკროვანი კულტურების შესანახ მაცივრებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის განმახორციელებელია – სოფლის განვითარების სააგენტო. […]