არქივი

ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება

“GCSD“, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, 2020 წლიდან ახორციელებს ოთხწლიან პროგრამას – “ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება”. პროგრამის მიზანია, საქართველოში ყველა ფორმის ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციის ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების მედეგობის ამაღლება და სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერება. ამ მიზნით, “GCSD” აცხადებს საგრანტო კონკურსს. კონკურსის ფარგლებში გაიცემა 2 გრანტი, ჯამში 200 000 ლარი. გაცემული […]

ღია საგრანტო კონკურსი ინოვაციებისა და გამოწვევების გრანტებზე

USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა აცხადებს ღია საგრანტო კონკურსს “ინოვაციებისა და გამოწვევების გრანტებზე”. კონკურსის მიზანია, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სამოქალაქო მოძრაობების, პროფესიული ასოციაციებისა და მოქალაქეთა არარეგისტრირებული გაერთიანებების ინიციატივებს, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ან/და სათემო აქტივიზმის გაზრდისკენ. კონკურსის ფარგლებში გაიცემა ექვსი გრანტი, თითოეულის ბიუჯეტი $10, 000-დან $25, 000-მდე იქნება, ხოლო ხანგრძლივობა – 12 თვემდე. საგრანტო განაცხადის წარდგენის ბოლო […]

“ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში

“ქალთა ფონდი საქართველოში” აცხადებს საგრანტო კონკურსს “ინტერსექციური ფემინისტური მოძრაობის განვითარება საქართველოში”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია “შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო SIDA) “. საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში ფემინისტური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობას და მოძრაობებს შორის თანამშრომლობის წახალისებას. “ქალთა ფონდი” მიესალმება სოციალურ ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებს, რაც კონკრეტულ კონკურსში გულისხმობს შემდეგს: ** ინტერსექციური ფემინიზმის პრინციპების გათვალისწინება ** უსაფრთხო სივრცის შექმნა […]

საგრანტო კონკურსი თანამონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების მხარდასაჭერად

ევროპის ფონდი პროგრამის სამოქალაქო საზოგადოება და მმართველობა  ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსო-ებისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით. […]

ინტერესის გამოხატვის კონკურსი მოქმედი სოც. საწარმოებისთვის

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” საზოგადოებრივი ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. მისი მისია საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისათვის, კარგი მმართველობის, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობაა. 2021 წლის იანვარში, ევროკომისიის გენერალური დირექტორატის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში (DG NEAR) ფინანსური მხარდაჭერით და ვენჩურული ფილანთროპიის ევროპულ ასოციაციასთან (EVPA) პარტნიორობით დაიწყო 56 თვიანი საერთაშორისო […]

პროფ. საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

“პროფესიული უნარების სააგენტო” აცხადებს საგრანტო კონკურსს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. “პროფესიული უნარების სააგენტო” არის არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომლის ამოცანებია ქვეყნის ეკონომიკის საჭიროებებზე მისადაგებული, თანამედროვე პროფესიული უნარებისა და ინდივიდის საჭიროებებზე მორგებული, ინკლუზიური პროფესიული განათლების განვითარების და პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მრავალფეროვანი სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერის, ექსტრაკურიკულური აქტივობების დანერგვა-განვითარებისა და არაფორმალური განათლების პრინციპების ინტეგრირების […]

EU რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” აცხადებს საგრანტო კონკურსს: ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება. კონკურსის პირობები და სააპლიკაციო ფორმები იხილეთ დანართში. განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 17 სექტემბერი, 18:00 სთ.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა

ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” (STAR Initiative) ფარგლებში, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)” აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს აჭარის რეგიონში ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მხარდასაჭერად. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ არაკომერციულ იურიდიულ პირს, რომელსაც: გააჩნია აჭარის რეგიონში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. მის მიერ შემოთავაზებული საპროექტო გუნდის […]

საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ ტასოსთან ერთად, იწყებს მიზანმიმართულ ქმედებას საქართველოში მყოფი უკრაინელი და ბელარუსი აქტივისტების მხარდასაჭერად, რომელთაც თავიანთი ქვეყნებიდან მოუწიათ თავის დაღწევა ომის, ავტორიტატული რეჟიმისა თუ სასიცოცხლო საფრთხის არსებობის გამო. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია საერთაშორისო ფონდი “Equality Fund”. საგრანტო პროგრამა ომით დაზარალებული ქალების მხარდასაჭერად პროგრამის თემატური მიმართულებები შეიძლება მოიცავდეს: ** ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები; ** […]

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად

გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) აცხადებს საგრანტო კონკურსს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სოციალური ანგარიშვალდებულების და მოქალაქეთა ჩართულობის ინიციატივების მხარდასაჭერად. საგრანტო პროგრამა განხორციელდება საქართველოს ექვს რეგიონში: რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში. განაცხადის მომზადების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ონლაინ Zoom პლატფორმის მეშვეობით: https://undp.zoom.us/j/89933340227 Meeting ID: 899 3334 0227 თარიღი: […]